Logo

სერგო ჩიხლაძე – ბატონმა ღარიბაშვილმა გუშინ კრემლში დაწერილი ტექსტი წაიკითხა

პოლიტიკა
1430
Frontnews image description

ბატონმა ღარიბაშვილმა გუშინ წაიკითხა რუსეთის მხარდასაჭერი კრემლში დაწერილი ტექსტი. ეს არის ქართველი ხალხის და საქართველოს დიდი სირცხვილი, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

 

“მაშინ, როდესაც მსოფლიოს ლიდერები, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის ლიდერები ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერენ უკრაინას, ერთმნიშვნელოვნად აცხადებენ რუსეთის დამარცხებაზე და დარწმუნებული არიან ამაში და პირიქით, საბრალდებო დასკვნას კითხულობენ რუსეთთან მიმართებაში, ბატონმა ღარიბაშვილმა გუშინ წაიკითხა რუსეთის მხარდასაჭერი კრემლში დაწერილი ტექსტი. ეს არის ქართველი ხალხის და საქართველოს დიდი სირცხვილი”, – განაცხადა ჩიხლაძემ. 

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენში განაცხადა, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია. 

 

“იმიტომ, რომ თავად ვიხილეთ, რომ ატომური ომის საფრთხის შესახებ რიტორიკა დაბრუნდა არა მარტო უკრაინაში, არამედ ევროპაში და მთელ პლანეტაზე. ამიტომ, უნდა ველოდოთ შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, რუსეთს, ევროკავშირს. ექნებათ ერთად დასხდომის საშუალება, სურვილი, მოლაპარაკება, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ომი არ არის გადაწყვეტა. საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩვენ საკუთარი გამოწვევები გაგაჩნია, მაგრამ ჩვენ რაც შევძელით ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ის არის, რომ ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი ჩვენს არსებობაში, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში ვართ, უზრუნველვყავით მშვიდობა და სტაბილურობა. ეს სჭირდება ხალხს. ხალხს სჭირდება კეთილდღეობა, სტაბილურობა, მშვიდობა. ომით ჩვენ ვერ მივაღწევთ ვერც კეთილდღეობას და ვერც სტაბილურობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები