
ავტორი
Front News საქართველო
ღმერთმა ნუ ქნას, “ქართულ ოცნებას” ხელი წაუცდეს არჩევნების მიტაცებაზე. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასეთი მაღალი დონის ვიზიტი თუნდაც არჩევნების წინა დღეებში ან არჩევნების დღეს, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კონგრესმენების ვიზიტი გარკვეული პრევენცია იქნება არჩევნების მიმდინარეობაზე.
“ძალიან მნიშვნელოვანია ასევე თარიღი, თუ როდის შეიძლება ჩამოვიდნენ. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასეთი მაღალი დონის ვიზიტი თუნდაც არჩევნების წინა დღეებში ან არჩევნების დღეს, რომ ღმერთმა ნუ ქნას, “ქართულ ოცნებას” ხელი წაუცდეს არჩევნების მიტაცებაზე და ამ დროს ასეთი მაღალი დონის წარმომადგენლობა საქართველოში გარკვეული პრევენცია იქნება”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
საპარლამენტო ოპოზიციამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად ამერიკელ პოლიტიკოსებს წერილი გაუგზავნეს. ოპოზიცია MEGOBARI აქტის ავტორს ჯო უილსონს მოუწოდებს, არჩევნების პერიოდში კოლეგებთან ერთად თბილისში ჩამოვიდნენ და ნახოს რა ვითარებაში ჩატარდება არჩევნები.
თაგები:
სერგო ჩიხლაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს