სერგო ჩიხლაძე – ერთი მხრივ, გვმართავს რუსული ხელისუფლება და მეორე მხრივ – ხელისუფლება, რომლის მენტალური მდგომარეობაც გაურკვეველია


ავტორი
Front News საქართველო
მდგომარეობა იმაზე მძიმეა, ვიდრე ჩვენ გვგონია იმიტომ, რომ ერთი მხრივ, გვმართავს რუსული ხელისუფლება და მეორე მხრივ – ხელისუფლება, რომლის მენტალური მდგომარეობაც გაურკვეველია, – ამის შესახებ Front News-თან პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გლობალური ომის პარტიის არსებობაზე პრემიერ-მინისტრისგან საუბარი უკვე სასაცილოა.
“ირაკლი კობახიძე უკვე ყველანაირ საღ აზრს შორდება. არ მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემასთან გვაქვს საქმე.
ჯერ ეს გლობალური ომის პარტია ვერავინ გაიგო, სად არის, სად იმალებიან, ვინ არიან და შესაბამისად, არასერიოზულ საკითხს კიდევ არასერიოზულს რომ დაუკავშირებს, შეიძლება სასაცილო თემა იყოს მისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს აი, ამ არანორმალური ხალხის ხელშია ქვეყანა და ამიტომ, ეს უკვე სასაცილო არ არის.
მდგომარეობა მე მგონია, იმაზე მძიმეა, ვიდრე ჩვენ გვგონია იმიტომ, რომ ერთი მხრივ, გვმართავს რუსული ხელისუფლება და მეორე მხრივ – ხელისუფლება, რომლის მენტალური მდგომარეობაც გაურკვეველია.
სიგიჟე და არანორმალურობაა გლობალური ომის პარტიაზე საუბარი და ყველაფერი, რაც ამასთან დაკავშირებულია, არასერიოზულია.
ირაკლი კობახიძე აღარ ექვემდებარება კომენტირებას. ეს არის რუსული ხელისუფლების ნაწილი, რომელსაც როდესაც არგუმენტები არ აქვს, შეშლილ კომენტარებს აკეთებს. რუსია და ფსიქიკურადაც გაუწონასწორებელია”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
თაგები:
სერგო ჩიხლაძე

ზაზა შათირიშვილი – ბიძინა ივანიშვილისთვის გადარიცხვების შეჩერებით, ამერიკელები, ერთი მხრივ, ივანიშვილს აშანტაჟებენ და მეორე მხრივ, ბანკისა და საბანკო სისტემის რეპუტაციას ანგრევენ

ზაზა შათირიშვილი – გაუგებარია, როგორ შეიძლება ქვეყანას, ერთი მხრივ, სამხედრო კუთხით ეხმარებოდე და მეორე მხრივ, ეკონომიკურ სანქციებს უწესებდე

კახი კახიშვილი – მიკვირს ადამიანის უფლებათა ე.წ. დამცველების, რომლებიც ერთი მხრივ ადამიანის უფლებების დაცვაზე საუბრობენ და მეორე მხრივ უპრაგონოდ სხვადასხვა იარლიყს აწებებენ ადამიანებს