სერგო ჩიხლაძე – ეს არის ღარიბაშვილ-ივანიშვილის პირადი ვენდეტა და სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები ასეთი პატარა კაცები აღმოჩნდენ


ავტორი
Front News საქართველო
ათასობით სხვა პატიმრისთვის თუ შესაძლებელია, მოშიმშილე პრეზიდენტისთვის რატომ არის შეუძლებელი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა? – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი სერგო ჩიხლაძე Front News-თან საუბრისას აცხადებს.
მისი თქმით, მიხეილ საკაშვილის მიმართ ღარიბაშვილ-ივანიშვილის პირადი შურისძიება ხორციელდება.
“მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გადაყვანილი პოლიპროფილურ სამოქალაქო სექტორის სამედიცონო დაწესებულებაში, ისევე როგორც ეს ხდება ათასობით სხვა პატიმართან მიმართებაში. შარშან 585 პატიმარი იქნა გადაყვანილი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, შარშანწინ – 425, იმის წინ კიდევ უფრო მეტი. ათასობით პატიმარი ყოველწლიურად ხდება სამოქალაქო კლინიკაში სხვადასხვა გამოკვლევებისთვის. ამ ათასობით პატიმრისთვის თუ ეს აუცილებელია, ამ მოშიმშილე პოლიტპატიმარი პრეზიდენტისთვის რატომ არის შეუძლებელი?!
ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ეს არის ღარიბაშვილ-ივანიშვილის პირადი ვენდეტა და სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები ასეთი პატარა კაცები აღმოჩნდენ, თუნდაც პოლიტიკურად დაპირისპირებული ფიგურების მიმართ”, – განაცხადა ჩიხლაძემ.


სერგო ჩიხლაძე – ქართველი ხალხის აქტივობაზე იქნება დამოკიდებული ეს საკითხი, რომ გაიმიჯნოს ოლიგარქიული რეჟიმი და ხალხის ნება

სერგო ჩიხლაძე – კარგი არის ის, რომ 31 დღეში ეს ქართული სირცხვილი დასრულდება

გელა ნიკოლაიშვილი – მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა წინააღმდეგია, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, მათ უნდა დაანახონ ეს პოზიცია მსოფლიოს, დასავლეთს, რომ ეს არ არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი