
ავტორი
Front News საქართველო
ევროპარლამენტარები და ევროსტრუქტურის წარმომადგენლები ერთიანდებიან და ერთობლივ წერილს უგზავნიან პრემიერ-მინისტრს ღარიბაშვილს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის უპრეცედენტო მხარდაჭერა “ალდესგან“ სამი პარტიის ერთობლივიუ მუშაობის შედეგად არის მიღწეული.
“გუშინ ჩვენ ვნახეთ ევროპარლამენტის უპრეცედენტო მხარდაჭერა “ალდესგან“, რომელიც არის სიდიდით მესამე ფრაქცია ევროპარლამენტში. ეს მიღწეული იქნა სამი პარტიის – „სტრატეგია აღმაშენებლის“, გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ სისტემური ყოველდღიური მუშაობით ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, დაიგეგმა საქართველოს მიმართ კამპანიური ხასიათის მხარდაჭერა. პირველი ეტაპი ჩვენ გუშინ ვნახეთ კონკრეტული გზავნილებით, ეს არის საქართველოსთვის მხარდაჭერა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე, ეს არის ნიკა გვარამიას დაუყოვნებლივ გათავისუფლება, მედიის წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, ტელეკომპანიების დამფუძნებლების მიმართ პოლიტიკურად პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შეწყვეტა ასევე ძალიან მნიშნელოვანი გზავნილი იყო ჰიბრიდულ ომში და რუსულ დეზინფორმაციასთან ევროპელების მხარდაჭერა, სამწუხაროდ, ჰიბრიდული ომის მთავარი წარმოებელი არის საქართველოში “ქართული ოცნების” პრორუსული რეჟიმი, ევროპარლამენტარები და ევროსტრუქტურის წარმომადგენლები ერთიანდებიან და ევრობლივ წერილს უგზავნიან პრემიერ-მინისტრს ღარიბაშვილს“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
თაგები:
სერგო ჩიხლაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს