სერგო ჩიხლაძე – გიორგი ვაშაძე არ იქნება არსად წარმოდგენილი, არც მაჟორიტარად, არც მერობის კანდიდატად


ავტორი
Front News საქართველო
აგვისტოს ბოლოს „სტრატეგია აღმაშენებელი“ დაასახელებს, რა კონფიგურაციით, სად, რომელი კანდიდატი გვეყოლება და როგორ წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
“ჩვენ დასკვნით ფაზაში ვართ და აგვისტოს ბოლოს „სტრატეგია აღმაშენებელი“ დაასახელებს, რა კონფიგურაციით, სად, რომელი კანდიდატი გვეყოლება და როგორ წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე. დიდი ალბათობით, პარტიის უკვე ცნობილი სახეები მერობის კანდიდატებს შორის არ ვიქნებით, თუმცა ზუსტად, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ გიორგი ვაშაძე არ იქნება არსად წარმოდგენილი, არც მაჟორიტარად, არც მერობის კანდიდატად.
სხვა კანდიდატებს რაც შეეხება, ისინი იქნებიან ღირსეული კანდიდატები, როგორც ჩვენი პარტიის წევრები, ასევე ჩვენთან ალიანსში მყოფი ადამიანები. დიდი ალბათობით, ყველა დიდ ქალაქში გვეყოლება ჩვენი კანდიდატები“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
თაგები:
სერგო ჩიხლაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს