სერგო ჩიხლაძე – კარგი არის ის, რომ 31 დღეში ეს ქართული სირცხვილი დასრულდება


ავტორი
Front News საქართველო
კარგი არის ის, რომ 31 დღეში ეს კობახიძეობა, ღარიბაშვილობა, პაპუაშვილობა და ეს ქართული სირცხვილი დასრულდება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მან ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს მოულოდნელი არ ყოფილა.
“ეს არ არის მოულოდნელობა იმიტომ, რომ იმ ადამიანის და იმ ლიდერების ადგილი, ვინც კორუფციაში არიან ჩართული, იზოლაციაში აქცევენ საკუთარ ხალხს და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, მათი ადგილი მსოფლიო ლიდერების და ცივილიზებული სამყაროს გვერდით არ არის. ამიტომ, გასაკვირი აქ არაფერია, თუმცა კარგი არის ის, რომ 31 დღეში ეს კობახიძეობა, ღარიბაშვილობა, პაპუაშვილობა და ეს ქართული სირცხვილი დასრულდება. 31 დღის მერე საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც ნამდვილად ქართველ ხალხს წარმოადგენს”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მიწვევა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააუქმა.
თაგები:
სერგო ჩიხლაძე

სერგო ჩიხლაძე – “ქართული ოცნება” დამარცხდება და გადავა ოპოზიციაში

ბიძინა ივანიშვილი – ამისი დედააზრი არის ის, რომ ადამიანმა არ უნდა იცოდეს ის ვინ არის და ეს არის დამონების უახლესი იარაღი

სერგო ჩიხლაძე – ეს არის ღარიბაშვილ-ივანიშვილის პირადი ვენდეტა და სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები ასეთი პატარა კაცები აღმოჩნდენ