
ავტორი
Front News საქართველო
მისი პოზიცია იყო ხელისუფლებასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საპარლამენტო ფორმატში, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრმა სერგო ჩიხლაძემ პარტიიდან თეონა აქუბარდიას გასვლის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, დეპუტატის გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
“იყო აზრთა განსხვავებები, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, მოულოდნელი არ ყოფილა ეს გადაწყვეტილება. ის იყო და არის უფრო მჭიდრო, მათ შორის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მომხრე საპარლამენტო ფორმატში, ჩვენი პოზიცია უფრო პრინციპული და განსხვავებულია“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ “სტრატეგია აღმაშენებლის” დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, “რეფორმების ჯგუფში“ დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს საქმიანობას.
თაგები:
სერგო ჩიხლაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს