სერგო ჩიხლაძე – ნავალნი მოკლა ისევე, როგორც რამდენიმე წლის წინ გააკეთა ნემცოვთან, რუსეთში საპირისპირო აზრს კლავენ

ავტორი
Front News საქართველო
ნავალნი მოკლა ისევე, როგორც რამდენიმე წლის წინ გააკეთა ნემცოვთან. რუსეთში საპირისპირო აზრს კლავენ. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ავტორიტარული რეჟიმები ვერ იტანენ განსხვავებულ აზრს, ოპონენტებს, – ამის შესახებ Front News-თან პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პუტინი განსხვავებულ აზრს კლავს და ამით მსოფლიო კიდევ ერთხელ დაინახავს რუსეთის სახეს.
“ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ავტორიტარული რეჟიმები ვერ იტანენ განსხვავებულ აზრს, ოპონენტებს.
ეს არის ჩვეულებრივი რუსული ავტორიტარიზმის ხელწერა. ნელი ნაბიჯებით ყველაფერი ამისკენ მიდიოდა. ფაქტობრივად, ნელი სიკვდილით მოკლა პუტინმა თავისი ოპონენტი.
მსოფლიოში რუსეთზე ახალს ვერაფერს შეიტყობენ ამით, მაგრამ ეს კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ რუსეთში დემოკრატია, პლურალიზმი და კრიტიკული აზრი ფაქტობრივად, არ არსებობს ან ამის ვერსიაც კი, რომ არსებობს ისიც კი ძალადობრივი მეთოდებით არის ჩაკლული, იმიტომ, რომ ფაქტია ნავალნის ამ ეტაპზე არ ჰქონდა მილიონობით ადამიანის გამოყვანის ან სერიოზული წინააღმდეგობის გაწევის უნარი, მაგრამ სადაც კი დაინახა რუსულმა ავტორიტარიზმმა, რომ აქ შესაძლოა, საფრთხე იყოს და ამას გაზრდილი კრიტიკა მოჰყვეს ჩანასახშივე მოკლა ეს საფრთხე. ეს მოკლა ისევე, როგორც რამდენიმე წლის წინ გააკეთა ნემცოვთან. რუსეთში საპირისპირო აზრს კლავენ”, – განაცხადა Front News-თან სერგო ჩიხლაძემ.
დღეს, 16 თებერვალს რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია იამალ-ნენთა ავტონომიური ოკრუგის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის დეპარტამენტმა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ის გარდაიცვალა გამოსასწორებელ კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა. ნავალნის გუნდში აცხადებენ, რომ ჯერ ამის დადასტურება არ აქვთ.
თაგები:
სერგო ჩიხლაძე




