სერგო ჩიხლაძე – ქართველი ხალხის აქტივობაზე იქნება დამოკიდებული ეს საკითხი, რომ გაიმიჯნოს ოლიგარქიული რეჟიმი და ხალხის ნება


ავტორი
Front News საქართველო
ქართველი ხალხის აქტივობაზე იქნება დამოკიდებული ეს საკითხი, რომ გაიმიჯნოს ოლიგარქიული რეჟიმი და ქართველი ხალხის ნება, – ამის შესახებ Front News-თან პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტის განცხადება უკვე საგანგაშო და პოლიტიკურია.
“უკვე სახიფათო რეალობაა, ეს უკვე პოლიტიკური განაცხადია, როდესაც ევროპარლამენტი გეუბნება, რასაც შენ აკეთებ აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს და შეიძლება არა თუ წინ წავიდეთ და მოლაპარაკებები გაიხსნას, არამედ, რაც გვაქვს ისიც შეიძლება დაკარგოთო – ეს უკვე მწარე რეალობაა და სამწუხაროდ, ეს არის “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის 12-წლიანი მოღვაწეობის შედეგი.
რაც შეეხება ევროკომისიას, პირდაპირი ინსტრუქცია არსებობს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნახევარზე მეტმაც რომ მიმართოს ევროკომისიას საქართველოს საკითხის გადასახედად, არსებობს კონკრეტული მექანიზმი, რომ 9 თვით ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს. მეორე ეტაპია 18 თვით შეჩერება. ამიტომ, ასეთი მექანიზმი, რეალურად, არსებობს და ყველაფერი დამოკიდებული იქნება საქართველოს მოსახლეობას როგორ დავანახებთ, რომ ქართველი ერი სხვა არის და “ქართული ოცნება” სხვა. საბოლოო ჯამში კი არჩევნები იქნება გადამწყვეტი, რომელიც ოქტომბერში, სულ რამდენიმე თვეშია.
ქართველი ხალხის აქტივობაზე იქნება დამოკიდებული ეს საკითხი, როგორც კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს ქართველი ხალხის დამსახურების გამო, ასეთივე აქტივობაა საჭირო ახლაც, რომ გაიმიჯნოს ბიძინა ივანიშვილის მავნებლური, ოლიგარქიული ხელისუფლება და საქართველოს მოსახლეობა”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
თაგები:
სერგო ჩიხლაძე

მამუკა მდინარაძე – რაც უფრო მეტი იქნება მცდელობა, გადაწყვეტილებები მიიღოს ვინმე სხვამ, მით უფრო მკაცრი და მკაფიო იქნება ქართველი ხალხის პასუხი!

სერგო ჩიხლაძე – “ქართული ოცნება” დამარცხდება და გადავა ოპოზიციაში

სერგო ჩიხლაძე – იმდენად დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და დემოკრატიული ოპოზიცია, რომ ვერანაირი ჩარევა “ქართულ ოცნებას” ვერ უშველის