
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის გამარჯვებასთან ერთად, ჩვენ, პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებას გვმართებს ქვეყნის შიგნით აქტიურობა, რომ რაც შეიძლება მოვაახლოვოთ პერიოდი, რასაც ჰქვია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
“უკრაინის რუსეთზე გამარჯვება, რა თქმა უნდა, დადებით, მე ვიტყოდი, გადამწყვეტ გავლენას იქონიებს როგორც საქართველოს, ასევე მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე, ასევე ქვეყნის შიგნით დემოკრატიზაციის პროცესებზე, რადგან საქართველოში როგორც შიდა დემოკრატიზაციის პროცესებს, დემოკრატიული რეფორმების გატარებას, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ეწინააღმდეგება ერთადერთი ქვეყანა – რუსეთის იმპერია და, სამწუხაროდ, რუსეთის იმპერიასთან, კრემლთან შეკრული ხელისუფლება „ქართული ოცნების“ სახით. ამიტომ ორივე ამ მიმართულებით, ქვეყნის შიგნით დემოკრატიზაციისთვის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, რა თქმა უნდა, უკრაინის გამარჯვებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. ასევე, უკრაინის გამარჯვებასთან ერთად, ჩვენ, პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებას გვმართებს ქვეყნის შიგნით აქტიურობა, რომ რაც შეიძლება მოვაახლოვოთ ის პერიოდი, რასაც ჰქვია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება, რადგან „ქართული ოცნებაც“ რუსული ხელისუფლების ნაწილია საქართველოში. შესაბამისად, რუსეთი უნდა დამარცხდეს საქართველოშიც, უკრაინის ომშიც და გეოპოლიტიკურად მთლიანად უნდა იქნეს დამარცხებული“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ “უკრაინის გამარჯვება საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს, ამისთვის სამხედრო გადაწყვეტის საჭიროება აღარ იქნება“.
თაგები:
სერგო ჩიხლაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს