Logo

სერგო ჩიხლაძე – რუსეთს ექნება საქართველოს არჩევნებში ჩარევის მცდელობა, ეს ფაქტია, მაგრამ მთავარია, ჩვენ რას ვუპირისპირებთ

პოლიტიკა
1551
Frontnews image description

რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევის საფრთხე საქართველოში კი არა ამერიკაშიც კი არის, მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად მოწყვლადი იქნება ქვეყანა, – ამის შესახებ Front News-თან პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ ვითარებიდან გამოსავალი ევროინტეგრაცია და “ქართული ოცნების“ არჩევნებში დამარცხებაა.

 

“რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევის საფრთხე საქართველოში კი არა ამერიკაშიც კი არის. არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ის ერეოდა სხვადასხვა დროს ამერიკის არჩევნებში, ამიტომ ის, რომ რუსეთს ექნება საქართველოს არჩევნებში ჩარევის მცდელობა, ეს ფაქტია, მაგრამ მთავარია, რას ვუპირისპირებთ ჩვენი მხრიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენი კოალიცია “სტრატეგია აღმაშენებელი – ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია მყარად ვდგავართ და მყარია ჩვენი დღის წესრიგი და ჩვენ უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის პარტია. ეს არის ამოცანა და ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ. მთავარი არის ევროკავშირში ინტეგრაცია, 9 პუნქტის შესრულება, ბევრი რეფორმა, ინვესტიცია და 2030 წელს ევროკავშირის წევრობა. თუ ჩვენ ამ გზაზე ვივლით და ერთიანები ვიქნებით, რუსეთის მცდელობაც კი ვერაფერს დააკლებს ჩვენს ქვეყანას. თუ არ ვიქნებით ამ დღის წესრიგში მყარად, საქართველო იქნება მოწყვლადი და რუსეთი რა თქმა უნდა, შეეცდება ჩარევას. ამიტომ, ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად მოვექცევით სხვისი გავლენის ქვეშ”, – განაცხადა Front News-თან სერგო ჩიხლაძემ. 

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსული სამსახურებისთვის ადვილია საქართველოში ჩარევა, რადგან ეს მათთვის ცნობილი ნიადაგია. 

 

მისი თქმით, რუსეთის ჩარევის საფრთხის წინაშე მიმდინარე წელს დავდგებით, რადგან ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები