სერგო ჩიხლაძე – ზუსტად ეს ბრძოლა გადაიყოლებს ხელისუფლებას და პრორუსულ რეჟიმს


ავტორი
Front News საქართველო
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება მედიასთან ბრძოლაში დამარცხდება.
“ქართული ოცნება” არაადეკვატურია. ღარიბაშვილები, კობახიძეები აგრძელებენ მედიაზე ზეწოლას და დევნას. რა თქმა უნდა, როდესაც დევნიან მედიას, მედია თავს იცავს. კიდევ ერთხელ მადლობა მედიას. გეტყვით, რომ არ გამოუვა არც კობახიძეს, არც ღარიბაშვილს, არც ივანიშვილს თავისუფალი სიტყვის და თავისუფლების უკანასკნელი ბასტიონის დაცემა. ზუსტად ეს ბრძოლა გადაიყოლებს ხელისუფლებას და პრორუსულ რეჟიმს”, – აცხადებს ჩიხლაძე.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს