სერგო ხიდეშელი – დღეიდან ონის განვითარებისთვის ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” ონის მერობის კანდიდატი სერგო ხიდეშელი ონელებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
“ჩემო ონელებო!
მე ვარ სერგო ხიდეშელი, ონის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, თითოეული ონელის ერთგული გულშემატკივარი და მხარდამჭერი.
გულწრფელ მადლობას გიხდით მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, მხარდაჭერისთვის, გამოცხადებული ნდობისთვის, რამაც შესაძლებლობა მომცა პირველივე ტურში თქვენთან და ჩემს გუნდთან ერთად ღირსეული გამარჯვება მომეპოვებინა.
დღეიდან ონის განვითარებისთვის ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება.
დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით, თქვენი მხარდაჭერით, ჩემი და ჩვენი პოლიტიკური გუნდის დაუღალავი შრომით ონის მუნიციპალიტეტი კვლავ მრავალჯერ გაიმარჯვებს”,- წერს ხიდეშელი სოციალურ ქსელში.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FGDsergokhidesheli%2Fposts%2F125618466490817&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”757″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
სერგო ხიდეშელი