
ავტორი
Front News საქართველო
ნიკა გვარამიას პატიმრობა არის დაზღვევა, რომ არავინ იფიქროს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება და რუსეთის ორბიტიდან ჩამოშორება, – ამის შესახებ ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა სერგო რატიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის მმართველი ძალა თავს ესხმის დასავლეთს და ამით აზიანებს თავისუფალ საქართველოს.
“ნაცვლად იმისა, რომ იდგეს ცივილიზებული სამყაროსა და უკრაინის გვერდით, “ქართული ოცნება” დგას რუსეთის მხარდამხარ. როდესაც თავს ესხმიან ცივილიზებულ სამყაროს და ამით თავს ესხმიან თავისუფალ საქართველოს.
მათი ლოგიკა არის, რომ არ უნდა შესრულდეს 12 პუნქტი, რომ ვინმეს რამე არ “შეეშალოს“ და არ იყოს საქართველოს შემხვედრი მოძრაობა ევროსტრუქტურებში. ეს არის მიზეზი, რატომაც დაიჭირეს ნიკა გვარამია ზუსტად პროცესის დაწყების წინ. ახლაც ნიკა გვარამიას პატიმრობა არის დაზღვევა, რომ არავინ იფიქროს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება და რუსეთის ორბიტიდან ჩამოშორება“, – განაცხადა სერგო რატიანმა.
თაგები:
ნიკა გვარამია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს