სერჟანტთა საერთაშორისო საბაზისო კურსი დასრულდა

ავტორი
Front News საქართველო
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში სერჟანტთა საერთაშორისო საბაზისო კურსი დასრულდა. კურსის დახურვის ცერემონიას თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება ოთხი კვირის განმავლობაში ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა და მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს. ლიდერობის საფუძვლები, საცეცხლე მომზადება, ტოპოგრაფია, საპატრულო ოპერაციები, დღისა და ღამის ნავიგაცია - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც მსმენელები კურსის განმავლობაში ეუფლებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ჩატარებული კურსის პროგრამა, სერჟანტთა აკადემიისა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სერჟანტთა გუნდის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგია. ამერიკელი და კანადელი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული NATO DEEP-ის ექსპერტთა ჯგუფის მხარდაჭერით განახლდა კურსის შინაარსობრივი და მეთოდოლოგიური ნაწილი. მათი დახმარებით შემუშავდა და ნატოს საინფორმაციო პორტალზე (ETOC) აიტვირთა ნატოს სტანდარტებთან თავსებადი პროგრამა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებისთვის კურსის ჩატარების საშუალებას იძლევა.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


