სეულში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა, გარდაცვლილებს შორის 19 უცხოელია

ავტორი
Front News საქართველო
ჰელოუინის დღესასწაულის დროს სეულში ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 151-მდე გაიზარდა, მათ შორის 19 უცხოელია.
დაშავებულია 82 ადამიანი.
დაღუპულებს შორის არიან ირანის, ნორვეგიის, ჩინეთის და უზბეკეთის მოქალაქეები.
ქვეყნის შს მინისტრის განცხადებით, დაღუპულთა 90% უკვე იდენტიფიცირებულია.
ტრაგედია სამხრეთ კორეის დედაქალაქის ერთ-ერთ პოპულარულ უბანში მოხდა, სადაც ჰელოუინს 100 000-მდე ადამიანი აღნიშნავდა.
ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული.
თაგები:
სეული




