სეულში ჰელოუინის დღესასწაულზე ჭყლეტის დროს 120 ადამიანი დაიღუპა, 100 კი დაშავდა


ავტორი
Front News საქართველო
სეულში ჰელოუინის დღესასწაულზე ჭყლეტის დროს 120 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 100 დაშავდა. დაღუპულთა უმრავლესობა 20 წლამდე ახალგაზრდაა.
ტრაგედია სამხრეთ კორეის დედაქალაქის ერთ-ერთ პოპულარულ უბანში მოხდა, სადაც ჰელოუინს 100 000-მდე ადამიანი აღნიშნავდა.
სამაშველო სამსახურის ცნობით, მსხვერპლის უმეტესობა სასტუმრო “ჰამილტონის” მახლობლად ჭყლეტის დროს ვიწრო ქუჩებში დაიღუპა, სადაც ასევე განთავსებულია სეულის ყველაზე პოპულარული ბარები და რესტორნები.
ოფიციალური პირები ჯერ ვერ ასახელებენ მიზეზს, რის გამო დაიწყო ჭყლეტა.
თაგები:
სამხრეთ კორეა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს