სეუს სტუდენტებმა რუსთაველზე 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დაიწყეს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებმა რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დაიწყეს.
“სეუს სტუდენტური მოძრაობა ვიწყებთ პროტესტების ახალ ტალღას. 62 დღე გავატარეთ უნივერსიტეტის #304 აუდიტორიაში, ირაკლი მიმინოშვილის, სეუ-ის 19 წლის სტუდენტისთვის. დღეს, 17 მარტს გადავწყვიტეთ, “ქართულ ოცნებას” ვაჩვენოთ, რომ ძალა სტუდენტებშია.
ერთად გავიარეთ შუქჩამქრალი და გაყინული აუდიტორია. 30 დღე გავატარეთ ღია ცის ქვეშ, იმიტომ რომ სტუდენტებს უნივერსიტეტში არ გვიშვებდნენ. გვქონდა სამარცხვინო შეხვედრა გია კავთელიშვილთან, რექტორთან, სადაც დადო პირობა რომ ირაკლი მიმინოშვილს თავდებად დაუდგებოდა, მაგრამ პირობა ფუჭი აღმოჩნდა და რექტორი სასამართლო დარბაზშიც კი არ გვინახავს.
დღეს, სეუს სტუდენტური მოძრაობა იწყებს უწყვეტ, 24-საათიან პროტესტს რუსთაველის გამზირზე”, – განაცხადეს სტუდენტებმა.
თაგები:
სტუდენტები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს