სევასტოპოლსა და სიმფეროპოლში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა
უკრაინა
10.12.2022 / 22:42


ავტორი
Front News საქართველო
დროებით ოკუპირებულ სევასტოპოლსა და სიმფეროპოლში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, ძლიერი აფეთქება სევასტოპოლის აეროპორტთან მოხდა. პარალელურად, აფეთქების ხმა სიმფეროპოლში, საკისა და ბახჩისარაიში გაისმა.
რუსული “ტასის” ინფორმაციით, სევასტოპოლში საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობის ხმები ისმოდა.
თაგები:
ყირიმი