სევინჯ სადიგოვა – საქართველოს სახელმწიფოს, რომელიც განვითარებაზე საუბრობს, ტყვედ ჰყავს ჩემი ქმარი აფგან სადიგოვი


ავტორი
Front News საქართველო
დღეს საქართველოს სახელმწიფოს, რომელიც განვითარებაზე საუბრობს, ტყვედ ჰყავს ჩემი ქმარი აფგან სადიგოვი. ერთი რეჟიმის თხოვნით, მეორე რეჟიმი ტოვებს მას პატიმრობაში, – ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის მეუღლემ სევინჯ სადიგოვამ განაცხადა.
მისივე თქმით, აფგან სადიგოვი 52 დღეა, შიმშილობს.
“აზერბაიჯანის ხელისუფლებას ავიწყდება, რომ ქვეყანაში 300-მდე პოლიტიკური პატიმარი ჰყავს. დღეს საქართველოს სახელმწიფოს, რომელიც განვითარებაზე საუბრობს, ტყვედ ჰყავს ჩემი ქმარი აფგან სადიგოვი. ერთი რეჟიმის თხოვნით, მეორე რეჟიმი ტოვებს მას პატიმრობაში. 52 დღეა, ის შიმშილობს, ნებისმიერ წამს ველი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას”, – განაცხადა სევინჯ სადიგოვამ.
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს სასამართლომ პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივა და საექსტრადიციო პატიმრობაში დატოვა. სადიგოვი 3 აგვისტოს საქართველოში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, აფგან სადიგოვის დაკავება განხორციელდა აზერბაიჯანის მოთხოვნით. მას ბრალად ედება დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსით.
თაგები:
აფგან სადიგოვი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს