
ავტორი
Front News საქართველო
გვაღელვებს და გვაშფოთებს მომდევნო არჩევნები, გვსურს, ვიხილოთ, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, ეს საკითხი წამოვწიეთ პრემიერ-მინისტრთან, – ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა.
“ჩვენი ინტერესია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ ქვეყანაში, ისევე როგორც ადგილობრივ დამკვირვებლებს შესაძლებლობა მიეცეთ, დააკვირდნენ პროცესს, ვინც უზრუნველყოფს, სათანადოდ ჩატარდეს არჩევნები, ეს მისცემს საშუალებას საქართველოს მოქალაქეებს, შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა.
ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხზე, რომელიც წამოიწია პრემიერ-მინისტრისა და სხვა სამთავრობო ოფიციალური პირების მიერ, რომ აშშ-ს სურდა საქართველოში გადატრიალების მოწყობა, რაც აბსოლუტურად მცდარია. აშშ დაინტერესებული არ არის ამაში და სამწუხაროა, რომ ეს ხაზი იწვევს გარკვეულ პაუზას ჩვენს ურთიერთობებში. ამდენად, აქ ვიმყოფებით, რომ გამოვხატოთ საქართველოს მოქალაქეებისადმი ჩვენი მხარდაჭერა“, – განაცხადა შაჰინმა.
თაგები:
ჯინ შაჰინი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს