
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაში დიდი გარდატეხა მოხდა, სამწუხაროდ, არა კარგი ამ კანონის მიღებით და ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ ჩვენი ურთიერთობები დადებითად განვითარდეს, – ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
მან მომავალ არჩევნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იმედოვნებს, არჩევნები სამართლიანად ჩატარდება.
“ჩვენ ნამდვილად ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას. იმედი მაქვს, რომ შეძლებთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაში დიდი გარდატეხა მოხდა, სამწუხაროდ არა კარგი ამ კანონის მიღებით და ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარდეს დადებითად და ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ერთადერთი, ნამდვილად რაც მაწუხებს, არის ის, რომ ამერიკა აღარ აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ასე დიდ საქმეს აკეთებენ. სამოქალაქო ორგანიზაციები და ოპოზიცია არ ეთანხმებიან პრემიერს. როგორც ბატონმა რიშმა თქვა, უკვე 30 წელზე მეტია, აშშ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ფასეულობები და საქართველოს მთავრობას, “ქართულ ოცნებას” უნდა, რომ ეს მონაპოვარი გადაყაროს და წყალს გააყოლოს”, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.
თაგები:
ჯინ შაჰინი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს