Logo

შალვა ბედოიძე ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკას ეწვია

პოლიტიკა
1091
Frontnews image description

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკაში იმყოფებოდა. დელეგაციას ადგილზე ლიეტუვას რესპუბლიკის პოლიციის გენერალურმა კომისარმა რენატას პოზელამ უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ლიეტუვას რესპუბლიკის პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ. ასევე, გაიმართა ორმხრივი შეხვედრა ლიეტუვას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან – ვიტალი დმიტრიევთან.

 

შსს-ს ინფორმაციით, ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სამართალდამცავ სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრეს. მინისტრის პირველმა მოადგილემ შალვა ბედოიძემ ხაზი გაუსვა ლიეტუვას რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

 

დელეგაცია ასევე ეწვია ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს, სადაც მათ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკის შესახებ.

 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ ნერინგის მუნიციპალიტეტის მერს დარიუს ჯასაიტისს.

 

ვიზიტის დასასრულს მხარეთა მიერ ხაზი გაესვა, რომ ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვის სფეროში თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

თაგები:

შსს
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები