Logo

შალვა კერესელიძე – ჩვენი მოქალაქეები ამ ქვეყანაში ვეღარ ხედავენ საკუთარ მომავალს, პერსპექტივას და იმედს

პოლიტიკა
948
Frontnews image description

“ეკონომიკის ფასადური ზრდის შედეგია ჩვენი მოქალაქეების ინტენსიური გადინება სამშობლოდან და რუსეთის მოქალაქეების დიდი მიგრაცია საქართველოში. ჩვენი მოქალაქეები ამ ქვეყანაში ვეღარ ხედავენ საკუთარ მომავალს, პერსპექტივას და იმედს. ისინი სხვა ქვეყნებიდან ინახავენ ოჯახებს“, – განაცხადა უფრაქციო დეპუტატმა შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

 

მისი თქმით, სოციალური ფონი  ქვეყანაში, განსაკუთრებით . რეგიონებში უკიდურესად დამძიმებულია.

 

“ინფლაცია, კატასტროფულად გაზრდილი ფასები პროდუქტებზე, გაძვირებული კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტი, განსაკუთრებით ლარის კურსის სწრაფი ცვალებადობა,  კიდევ უფრო ართულებს ჩვენს ყოველდღიურობას. ასეთ მოცემულობაში მყოფი ხელისუფლება თავს იწონებს უკვე სიყალბედ ქცეულ სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამით, რომლითაც ცდილობენ 20 000-ზე მეტი დამატებითი, მოსასყიდი აქტივი დაასაქმონ ბიუჯეტის ხარჯზე“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები