Logo

შალვა კერესელიძე – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე, მოგიწოდებთ მოვთოკოთ ჩვენი პირადი თუ პარტიული ამბიციები

პოლიტიკა
361
Frontnews image description

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე, მოგიწოდებთ მოვთოკოთ  ჩვენი პირადი თუ პარტიული ამბიციები, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სწორება გავაკეთოთ ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრაში,  – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა და დეპუტატმა შალვა კერესელიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა.

 

სიტყვით გამოსვლისას დეპუტატმა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას აქვს. 

“საკითხი ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ვგულისხმობ როგორც სოფლებიდან მუნიციპალიტეტის ცენტრამდე დამაკავშირებელ ასევე,  შიდა რეგიონულ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. არსებული პრობლემა  თითქმის გასულია კანონის რეგულირების სფეროდან და ქაოტურად ხდება მგზავრების მომსახურება და გადაყვანა. ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მოძრაობის დრო და პერიოდი სოფლიდან მუნიციპალიტეტამდე თუ დედაქალაქის მიმართულებით და პირიქით. რეალურ პრობლემას წარმოადგენს ასევე უსაფრთხო მგზავრობა, ტრანსპორტის ტექნიკურად გამართულობის საკითხი, მგზავრობის საფასური, რომელიც ხშირ შემთხვევებში მატულობს და იკლებს ერთმანეთში მოლაპარაკების თუ შეთანხმების საფუძველზე და რაც ასევე პრობლემას წარმოადგენს გახლავთ ის, რომ თითქმის არცერთ მუნიციპალიტეტმა სპეციალისტების დონეზე არ იცის თუ რა რაოდენობის და კატეგორიის საზოგადოებრივი ტრანსპორტი სჭირდება მის სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის შეუფერხებლად გადასაყვანად” – განაცხადა შალვა კერესელიძემ. 

 

შალვა კერესელიძემ პრობლემის მოგვარებისთვის მმართველ პარტიას მოუწოდა გონივრულ ვადებში დაიწყოს მუშაობა  თვითმმართველობების, შესაბამისი უწყების და მათ შორის პარლამენტის დონეზე. 

 

“პრობლემების შესწავლაში ახმეტის, ამბროლაურის, მცხეთის, დუშეთის და კიდევ ბევრ სხვა მუნიციპალიტეტებში ჩვენი გუნდის საკრებულოს წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულები და მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ რაც შეიძლება სწრაფად და გონივრულ ვადებში დაიწყოს მუშაობა როგორც თვითმმართველობების ასევე, ყველა შესაბამისი უწყების და მათ შორის პარლამენტის დონეზე აღნიშნული პროცესების მოგვარებისთვის. კერძოდ:

 

1. ყველა მუნიციპალიტეტში პირველ ეტაპზე, შესაბამისი სპეციალისტების, უწყებების და სამუშაო ჯგუფების დონეზე შესწავლილ და გაანალიზდეს თუ რა ხდება და რა მდგომარეობაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით და მგზავრთა გადაყვანის მიმართულებით.

 

2. შესწავლილ და გაანალიზებულ იქნას რამდენად აკმაყოფილებენ მოქმედი ბიზნეს ოპერატორები კანონით დაწესებულ მოთხოვნებსა და რეგულაციებს.

 

3. დეტალურად მოხდეს შესწავლა თვითეულ მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე ზონების, ქალაქების, ადმინისტრაციული ერთეულების, სოფლების, ხეობების მიმართულებით თუ რა რაოდენობის, რა კატეგორიის, ტრანსპორტი არის საჭირო და რა პერიოდულობით უნდა იმოძრაოს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა რათა პრობლემები არ შეექმნათ ადგილობრივ მოსახლეობას. მაღალმთიან დასახლებებში ამ მხრივ კიდევ უფრო მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობის გამოჩენა გვმართებს.

 

4. უფრო მეტი სიზუსტით მოხდეს შესწავლა, დათვლა და ანალიზი მუნიციპალური ცენტრიდან რეგიონის ცენტრამდე და დედაქალაქამდე საჭირო ტრანსპორტის რაოდენობისა.

 

შესწავლილი კვლევის და ანალიზის შემდგომ, დაიწყოს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა  თუ სად შეიძლება წავიდეთ მუნიციპალური ტრანსპორტის მიდგომით და სად კიდევ კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით და მონაწილეობით.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, თვითმმართველობებს და ყველა შესაბამის უწყებას მაქსიმალურად გონივრულ ვადებში დაიწყონ ფიქრი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ჩვენს მიერ დასმული ინიციატივის განხორციელებაში. ჩვენი გუნდი რეგიონებში და პირადად მე გამოვთქვამთ მზაობას ჩავერთოთ და აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ამ მეტად მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტაში” – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები