Logo

შალვა კერესელიძე – მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, ნუ გენანებათ მთაში ფულის დახარჯვა

პოლიტიკა
882
Frontnews image description

“მაღალმთიან რეგიონებში რაც სოფლის მეურნეობის, აგროტურიზმის, ტურიზმის, თუ სხვა დარგების განვითარებას აფერხებს, არის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების დეფიციტი და ხელმიუწვდომლობა“, – ამის შესახებ შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, მთავარი პრობლემა არის პროგრამებისთვის დამახასიათებელი რთული შეფასების კრიტერიუმები, რასაც რთულ პირობებში მცხოვრები მთის მოსახლეობა ვერ აკმაყოფილებს.  მეორე პრობლემად მან პროგრამებისთვის დამახასიათებელი მაღალი საპროცენტო განაკვეთი დაასახელა, რისი გადახდის შესაძლებლობა მთაში მცხოვრობ მოსახლეობას არ გააჩნია.

 

“შეფასების და გადაწყვეტილების მიღება ხდება მხოლოდ ფისკალური ეფექტის და დაბალი რისკების მქონე პროექტებზე, რის გამოც ხშირ შემთხვევაში, მთაში მცხოვრები მოსახლეობა რჩება პროგრამის მიღმა და პროგრამით სარგებლობენ მხოლოდ ის დასახლებები და ის პირები, სადაც მოსახლეობის რაოდენობა და ფინანსური რესურსი მეტია და რისკები დაბალი. ვფიქრობთ, მთასთან მიმართებაში ასეთი მიდგომები არასწორია. ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას ნუ გენანებათ მთაში ფულის დახარჯვა და პროგრამებს ნუ აფასებთ მხოლოდ ფისკალური ეფექტით და არჩევნებზე მისაღები ხმის კრიტერიუმებით. მოვა დრო და ასეთი შეფასებებით მალე მთაში ახალგაზრდები აღარ გვეყოლება“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

 

მისი თქმით, პროგრამის შედგენა-შეფასების დროს სახელმწიფოს მხრიდან, კიდევ უფრო მეტი წახალისების და ხელშეწყობის მიზნით, უნდა განხორციელდეს მაღალი საპროცენტო დაფინანსების 80 დან 100 %-მდე სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები და საგრანტო პროექტები. 

 

“კიდევ უფრო მეტად უნდა წახალისდეს მრავალშვილიანი და ახალგაზრდა ოჯახები, ახალგაზრდები, განსაკუთრებით კი, ის ახალგაზრდები, ვინც გამოთქვამენ სურვილს დაბრუნდნენ მთაში და შექმნან თავიანთი მცირე საკუთარი მეურნეობები. ჩემს მიერ ხსენებული პრობლემის ნათელი მაგალითია ახალგაზრდებისგან დაცლილი მაღალმთიანი რეგიონები“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები