
ავტორი
Front News საქართველო
არ არის გამორიცხული, 6 ოქტომბერს უკრაინის სასამართლომ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის განჩინება მიიღოს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ “ვივამედთან” ჟურნალისტებთან განაცხადა.
“უკრაინის სასამართლოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. 6 ოქტომბერს იმართება სასამართლო პროცესი, რომელზეც ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა მოწმის სახით დაიკითხოს და გადაყვანილი იყოს უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი. პროკურატურამ ამ შუამდგომლობას მხარი დაუჭირა და ვაგზავნით უკრაინაში იმ დოკუმენტაციას, რომ სააკაშვილი იმყოფება პატიმრობაში.
არ არის გამორიცხული, 6 ოქტომბერს უკრაინის სასამართლომ მიიღოს სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის განჩინება.
საქართველოს ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული გააგზავნიან თუ არა სააკაშვილს უკრაინაში დასაკითხად, თუ საერთაშორისო კონვენციებით ვიმსჯელებთ, ხელისუფლებას შეუძლია ეს შეასრულოს”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს