
ავტორი
Front News საქართველო
ჯერ არ ყოფილა სტრასბურგზე საუბარი, ჯერ ვიმსჯელეთ სააპელაციო საჩივარზე, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტად არის.
“მდგომარეობა მძიმეა, არის მწოლიარე მდგომარეობაში, ძალიან სუსტ მდგომარეობაში, იმდენად სუსტი, რომ ასეთი სუსტი მდგომარეობა მაგას ამდენ ხანს არ ჰქონია. მე გამოვთქვი ჩემი აღშფოთება ამ განჩინების უკანონობასთან დაკავშირებით და თვითონ მითხრა, რას ელოდები ახლა, შენ რა მოგივიდაო.
ჯერ არ ყოფილა სტრასბურგზე საუბარი, ჯერ ვიმსჯელეთ სააპელაციო საჩივარზე, მე ვუთხარი, რომ მზადდება სააპელაციო საჩივარი და კვირის ბოლოს შევა სასამართლოში”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
თაგები:
შალვა ხაჭაპურიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს