
ავტორი
Front News საქართველო
ჩემს პრაქტიკაში ყოფილა “5 კანონიერი ქურდი”, ვისაც სასჯელი გადავადებია, ასევე ნარკოტიკების გასაღებისათვის მსჯავრდებული, მათ სასჯელი გადავადებიათ ავადმყოფობის გამო, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ სხვა შემთხვევაში სასამართლოსთვის სასჯელის გადავადების გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმეგვერდიანი დასკვნაც საკმარისი გამხდარა.
“ჩემს პრაქტიკაში ყოფილა 5 “კანონიერი ქურდი”, ვისაც სასჯელი გადავადებია, ნარკოტიკების გასაღებისათვის მსჯავრდებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენისა და საზღვარზე შემოტანაში მსჯავრდებული, აღარ ჩამოვთვლი კიდევ სხვადასხვა მუხლით გასამართლებული ადამიანები, მათ სასჯელი გადაუვადეს ავადმყოფობის გამო“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქმე უპრეცედენტოა როგორც საქმის მოცულობის, ასევე საქმეში ჩართული ექსპერტების თვალსაზრისით.
როგორც ხაჭაპურიძე აღნიშნავს, მსგავსი ავტორიტეტის მქონე ადამიანები არცერთ საქმეში არ ყოფილა.
“დაცვის მხარემ გუშინ წარადგინა 16 ტომი, საიდანაც 10 ტომი არის მტკიცებულებაა თუ როგორ უტარდებოდა და რა ტიპის მკურნალობა უტარდებოდა მას, დაახლოებით 10 ტომი არის კიდევ, რაც რამდენიმე დღეში უნდა წარვადგინოთ. მსგავსი ტიპის პრეცედენტი არ ყოფილა. შუამდგომლობები რომ შედის სასამართლოში, როგორც წესი ადვოკატს მიაქვს 7 ან 8-გვერდიანი ექპერტიზის დასკვნა და შეიძლება წარადგინოს ცნობა ციხიდან, ვთქვათ – “ფორმა ასი“- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
თაგები:
შალვა ხაჭაპურიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს