
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენც მოვუწოდებთ, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკოსებისგან, იქნება ეს ოპოზიცია თუ პოზიცია, გამოცხადდეს მორატორიუმი მიხეილ სააკაშვილის საკითხზე, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იზიარებს ამ საკითხზე ლიზა იასკოს მიერ გაჟღერებულ პოზიციას.
“ქალბატონ იასკოსთან მე მაქვს ყოველდღიური სატელეფონო კავშირი, ეს არის ასევე ოჯახის პოზიცია, ჩვენც მოვუწოდებთ, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკოსებისგან, იქნება ეს ოპოზიცია თუ პოზიცია, გამოცხადდეს მორატორიუმი. გვაცადონ ადვოკატებს მუშაობა, აცადონ მოსამართლეს მუშაობა, რათა არ მოხდეს მასზე ზეწოლა. პოლიტიკური განცხადებები ისედაც ამ დაძაბულ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს, რაც ყველაზე სავალალოა, არ გამოვრიცხავ, მოსამართლეები მოექცნენ პოლიტიკური ძალების გავლენის ქვეშ“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოყენებით პოლიტიკური სპეკულაციები უნდა შეწყდეს.
თაგები:
შალვა ხაჭაპურიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს