შალვა ხაჭაპურიძე – დავკითხავთ ბატონ ურთმელიძეს და მოვითხოვთ იუსტიციის მინისტრის დაკითხვას


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვხსნით ყველა მოწმეს, დავკითხავთ ბატონ ურთმელიძეს და მოვითხოვთ იუსტიციის მინისტრის დაკითხვას, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
“რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ სააკაშვილი არ ჭამს, ვერ ჭამს კი არა, არ ჭამს. მაშინ მას აქვს რაღაც ინფორმაცია, მოვიდეს და სასამართლოს მოახსენოს, მოწმეა ჩვეულებრივი. ახლა მინისტრი რომ არის, ეგ არაფერი. რა თქმა უნდა, მოლოდინი არ მაქვს, რომ დააკმაყოფილებენ, მაგრამ მე უნდა დავაყენო შუამდგომლობა.
ჩვენ ვხსნით ყველა მოწმეს, დავკითხავთ ბატონ ურთმელიძეს და მოვითხოვთ იუსტიციის მინისტრის დაკითხვას“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
თაგები:
შალვა ხაჭაპურიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს