
ავტორი
Front News საქართველო
დღეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ევროკონვენციის მე-6 მუხლი დაირღვა, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა თუ მისი სასამართლოში გადაყვანის შესაძლებლობას არ იძლეოდა, შეეძლოთ, ის დისტანციურად ჩაერთოთ პროცესზე.
“ფაქტობრივად, დღეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ევროკონვენციის მე-6 მუხლი დაირღვა, სამართლიანი სასამართლოს უფლება წაერთვა მას.
მიუხედავად იმისა, რომ “ვივამედმა” გასცა ეს ცნობა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ვალდებული იყო, რადგან პატიმარს ამის სურვილი გააჩნდა, უნდა მოეყვანათ ის სასამართლო პროცესზე. თუ ასეთი პრობლემა იყო, დისტანციურად ჩაერთოთ“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
დღეს, 28 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილს, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, კლინიკა „ვივამედის“ ცნობის საფუძველზე, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოში არ გადაიყვანეს, რის გამოც სასამართლო პროცესი გადაიდო.
თაგები:
შალვა ხაჭაპურიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს