
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნების ნაწილი უკვე მიღებულია, თუმცა მოწამლულია თუ არა მესამე პრეზიდენტი, ამის შესახებ ცნობილი ჯერ არ არის.
ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
“ბატონი გოლდსმიტის და ბატონი კობის დასკვნები უკვე მიღებულია, ასევე მიღებულია ჟენევიდან გაეროს ექსპერტის დასკვნა, მძიმე სურათია, არის ბევრი ისეთი დიაგნოზი, რომელიც აშკარად საფრთხეში აგდებს მის სიცოცხლეს და არის ისეთი დიაგნოზები, რომელიც ვერ განიკურნება სრულად.
ექსპერტიზის დასკვნა, როგორც ვატყობ, იქნება მძიმე. ამიტომ სასამართლომ წესით უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად დავამტკიცებთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეს“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
თაგები:
შალვა ხაჭაპურიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს