შალვა ხაჭაპურიძე – ესაა ჩვეულებრივი ომი და ერთი მიზანი აქვს, სააკაშვილი უნდა მოკვდეს


ავტორი
Front News საქართველო
ამას ჰქვია რეპრესიები, სამართლებრივი ნორმების დარღვევა, რაც მთელ მსოფლიოს ეცნობება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
“ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. მიხეილ სააკაშვილის საქმეს არაფერი კავშირი არ აქვს სამართალთან. ესაა ჩვეულებრივი ომი, რომელიც მიმდინარეობს. ამ ომს ერთი მიზანი აქვს, სააკაშვილი უნდა მოკვდეს. სხვას ვერაფერს დავარქმევთ. ვიდრე ექსპერტიზა მიმდინარეობდა, ავადმყოფობის ისტორიები იყო ტომები, როდესაც ექსპერტიზა შეწყდა, რამდენიმე ფურცელია. ანუ სამწუხაროდ, აბსოლუტურად გაჩერდა ყველაფერი.
ასევე, სხვა უამრავი ფაქტორია, შვილი არ შეუშვეს, ოჯახის წევრებს აქვთ შეზღუდვები, ადვოკატები შაბათ-კვირას ვერ შევდივართ. ასევეა დეპუტატებზე – ამას ჰქვია რეპრესიები, სამართლებრივი ნორმების ყველანაირი დარღვევა. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ეს ყველაფერი ფიქსირდება და გაეგზავნება მთელ მსოფლიოს, ცივილიზებულ სამყაროს, თუ რა მდგომარეობაშია სააკაშვილი“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, 3 იანვრიდან პარლამენტის წევრებისთვის სააკაშვილის მონახულების მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭება ჩერდება.
თაგები:
შალვა ხაჭაპურიძე

შალვა შავგულიძე – დახვრეტა ხომ გაუქმებულია და მიხეილ სააკაშვილს სიკვდილი ხომ არ აქვს მისჯილი?! მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს

შალვა ხაჭაპურიძე – თუ უტარდება კვალიფიცირებული დახმარება და კარგად აქვს ყველაფერი, მაშინ რატომ უნდა ჩამოვიყვანოთ უცხოელი ექიმები?

ლევან ხაბეიშვილი – ხელისუფლებას აქვს კიდევ ერთი შანსი, მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და პრეზიდენტი სააკაშვილი გაათავისუფლოს