Logo

შალვა ხაჭაპურიძე – გვექნება შუამდგომლობა, რომ სასამართლო პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში დაინიშნოს

სამართალი
29.12.2022 / 11:53
Frontnews image description

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი იწყება. 

 

მოსამართლე გიორგი არევაძე მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებას განიხილავს. 

პროცესს სააკაშვილი არ დაესწრება.

 

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, დაცვის მხარე  დააყენებს შუამდგომლობას, პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩაინიშნოს.

 

“მოწმეები გამოჩნდება სასამართლო პროცესი რომ დაიწყება, მერე დავასახელებთ, რაც შეეხება შუამდგომლობას, პროცესის დასრულებისკენ გვექნება, რომ ყოველდღიურ რეჟიმში დაინიშნოს სასამართლო პროცესები, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმდა ბატონ სააკაშვილს, მას ფაქტიურად აღარანაირი მკურნალობა აღარ უტარდება.

 

ამჟამად ხელისუფლება დაკავებულია იმით, რომ ფაქტიურად რაც ექსპერტიზის დასკვნაში დევს იმის საწინააღმდეგო ექიმები მოიყვანონ, ბევრს არ გააჩნია ლიცენზიები ამაზე შემდეგ გვექნება საუბარი, ცდილობენ რამენაირად უარყონ თუ რაიმე დიაგნოზები არსებობს”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

 

საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებული.

Advertisement