
ავტორი
Front News საქართველო
კობახიძის გუშინდელი განცხადების შემდეგ ყველა წინას წავშლით, არც ერთი აღარ გვჭირდება, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ გაკეთებული ეს ერთი განცხადებაც საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.
“კობახიძის გუშინდელი განცხადების შემდეგ ყველა წინას წავშლით, არც ერთი არ გვჭირდება, ანუ იქ იყო პრემიერის, დეპუტატების, ამისი, იმისი, პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებები.
გუშინდელის მერე ყველას წავშლით, აზრი არ აქვს, რადგან ისინი არაფერია იმასთან შედარებით, რაც ჩვენ გუშინ კობახიძისგან მოვისმინეთ“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
მისი განმარტებით, პოლიტიკოსის ეს განცხადება კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ ქვეყანაში სასამართლო სისტემა პოლიტიზირებულია.
“ვუსამძიმრებ უნივერსიტეტს, ადვოკატებს, იურისტებს, რადგან გუშინდელის შემდეგ ჩვენთვის ცნობილი გახდა, სასამართლო სისტემა ჩვენთან გარდაცვლილია და აღარ არსებობს“. – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
თაგები:
შალვა ხაჭაპურიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს