შალვა ხაჭაპურიძე – მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური სისტემის ხელში გავლილ საკვებს აღარ მიიღებს


ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური სისტემის ხელში გავლილ საკვებს აღარ მიიღებს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მან უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიიღო.
“მან გამოაცხადა, რომ დღეიდან პენიტენციური სისტემის ხელში გავლილ საჭმელს აღარ მიიღებს. მხოლოდ იმ საკვებს მიიღებს, რომელსაც შეუტანს ოჯახის წევრი, ან ადვოკატი. სისტემას შეუძლია დახედოს, შეამოწმოს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მისი ოჯახის მეთვალყურეობის ქვეშ. მიზეზი არის ის, რომ როგორც გუშინ თავის რეზოლუციაში ევროპარლამენტმაც აღნიშნა, სააკაშვილი არის მოწამლული. ის მოწამლულია პენიტენციურ დაწესებულებაში, ამიტომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ის იძულებულია მიმართოს ამ ზომებს“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
მისი თქმით, სისტემის მიერ კადრების გასაჯაროებამ მასში ემოციური სტრესი გამოიწვია.
“მან ნახა გავრცელებული კადრები, ამანაც გამოიწვია ემოციური სტრესი. ცუდად გახდა, წევს, დილიდან საკვები არ მიუღია. სიცხე აქვს 38. არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ამ პიროვნების მიმართ უნდა შეწყდეს“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.


შალვა ხაჭაპურიძე – დაახლოებით ასე გამოიყურება მიხეილ სააკაშვილი, თითქოს ქიმიოთერაპიას უტარებდნენ

შალვა ხაჭაპურიძე – მიხეილ სააკაშვილი არის მომაკვდავ მდგომარეობაში! ამის გადაბრალება პაციენტზე, არის ეთიკის ნაკლებობა და ცინიზმის დემონსტრირება

მიხეილ სააკაშვილი – დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს