Logo

შალვა ხაჭაპურიძე – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პირველ რიგში, სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით ვიმუშავებ

სამართალი
16.06.2022 / 17:19
Frontnews image description

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის  მდგომარეობიდან გამომდინარე, პირველ რიგში,  სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით ვიმუშავებ,  – ამის შესახებ  Front News-ს  ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით,  ჯერ საქმის შესწავლის სტადიაშია, რის შემდეგაც მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩაერთვება თუ არა მესამე პრეზიდენტის  საქმეში. 

 

“მოლაპარაკების სტადიაზე ვართ, საქმეს შევისწავლი და ამის შემდეგ ალბათ, გადავწყვეტ, ჩავერთვები თუ არა.  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პირველ რიგში,  ვიმუშავებ სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით,  დანარჩენი საკითხები არის შემდგომი“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.  

 

ადვოკატის განცხადებით, კლინიკა „ვივამედში“,  სადაც მიხეილ სააკაშვილის  სასამართლო პროცესის გამართვა იგეგმება, შესაძლოა, სხდომა ვერ შედგეს, რადგან მიხეილ სააკაშვილს  ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე,  პროცესზე დასწრება არ შეუძლია. 

 

“უკვე ადგილზე იმყოფებიან მოსამართლე და სხვა წარმომადგენლები. თუმცა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, პროცესი ვერ ჩატარდება, რადგან  მას მიღებული აქვს ისეთი მედიკამენტები, საძილე საშუალებები, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას,  შეძლებს თუ არა მისი  პროცესში მონაწილეობას“ ,  – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები