
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო დასკვნა მზადაა და ის გადაეგზავნა ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტებს, ექიმებს, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სამედიცინო დასკვნა რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება.
“დასკვნა მზადაა, ჩემი ინფორმაციით, დასკვნა გადაეგზავნა ასევე ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტებს ექიმებს, ვიცი, რომ სათარგმნადაც არის გაგზავნილი, იმისთვის, რომ შემდეგ გაეცნონ როგორ ამერიკელი, ისე ევროპელი ექსპერტები, მოაწერონ ამ დოკუმენტს ხელი და ამის შემდეგ ოფიციალურად გასაჯაროვდება. თუ შევხედავთ, რომ სასჯელის გადავადებას აკმაყოფილებს ეს დასკვნა, მივმართავთ ამ მოთხოვნით სასამართლოს, ხოლო თუ შევხედავთ სასჯელისგან გათავისუფლების დიაგნოზები არის მასში, მაშინ მივმართავთ სასჯელისგან გათავისუფლებისა მოთხოვნით, არ გამოვრიცხავთ, რომ ორივე მოთხოვნა ერთობლივად დადგეს ალტერნატივის სახით“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
თაგები:
შალვა ხაჭაპურიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს