შალვა ხაჭაპურიძე – მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა, რომ ამ იურისტების ჯგუფს შევხვედროდი, გავცნობოდი მასალებს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ოპოზიციის წევრებთან ერთად დღეიდან “მაგნიტსკის სიის” ქართულ ვერსიასთან დაკავშირებით კონსულტაციების იწყებს.
შეხვედრა შალვა ხაჭაპურიძეს, “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძესა და იურისტების ჯგუფს შორის პარლამენტში მიმდინარეობს.
“მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა, რომ ამ იურისტების ჯგუფს შევხვედროდი, გავცნობოდი მასალებს, რა მზადდება რომელ პირებზე მზადდება, ჩემი მხრიდან, თუ რამე იქნება საჭირო მტკიცებულებები იმ საქმის, რომელსაც მე წარვმართავ და ვხელმძღვანელობ, ეს მტკიცებულებები გადავცე ამ ჯგუფს. მისი პოზიცია გახლავთ ის, რომ ამ სიაში მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც მის მიმართ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ და იღებდნენ მონაწილეობას იმ კანონდარღვევებში, რაც არაერთხელ გვინახავს”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
ხაჭაპურიძის თქმით, დღესვე შეხვედრა ექნება უკრაინის საელჩოში, სადაც წარმომადგენლებს სასამართლო პროცესებზე, ასევე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე სრულ ინფორმაციას მიაწვდის.
თაგები:
შალვა ხაჭაპურიძე

შალვა ხაჭაპურიძე – ამერიკელების და უცხოელების ჯგუფის პოზიციაა, რომ პოლიტიკოსები შესაძლებელია, იყვნენ ამ სიაში

შალვა ხაჭაპურიძე – ჩვენც მოვუწოდებთ, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკოსებისგან გამოცხადდეს მორატორიუმი მიხეილ სააკაშვილის საკითხზე

შალვა ხაჭაპურიძე – დაახლოებით ასე გამოიყურება მიხეილ სააკაშვილი, თითქოს ქიმიოთერაპიას უტარებდნენ