Logo

შალვა ხაჭაპურიძე – მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ნატო-ს წევრ სახელმწიფოებში განლაგებულ საექსპერტო დაწესებულებებთან

პოლიტიკა
11.07.2022 / 10:59
Frontnews image description

ადვოკატების ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი რომელი ქვეყნის საექსპერტო ჯგუფი ჩაუტარებს მესამე პრეზიდენტს დამატებით ექსპერტიზას. 

 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, მოლაპარაკებები დაწყებულია ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან.

 

შალვა ხაჭაპურიძე ვარაუდობს, რომ მას შემდეგ რაც “ემპათიას” დასკვნა გასაჯაროვდება, მეორე მხარე სამხარაულის ექსპერტიზას ჩაატარებს.

 

“სამხარაულში ჩატარებული საექსპერტო კვლევა იქნება ტენდენციური და იგი აცდება ჩვენი დასკვნის მონაცემებს. ამიტომ, მოსამართლისთვის, იმისთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, მაშინ უნდა არსებობდეს მესამე, ვიღაც ავტორიტარული. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ნატო-ს წევრ სახელმწიფოებში განლაგებულ საექსპერტო დაწესებულებებთან. ჩვენ არ მივცემთ იმის შესაძლებლობას მეორე მხარეს, ამ შემთხვევაში ეს იქნება სასჯელაღსრულება, პროკურატურა არ იქნება მეორე მხარე, რომ იქ რაიმე დასკვნით ისარგებლონ, არასწორი დასკვნა დაიდოს და ასე შემდეგ”, – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

 

ადვოკატის განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაში, შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერთოს.

Advertisement