შალვა ხაჭაპურიძე – პენიტენციურმა სამსახურმა ამ კადრების ჩვენებით დაარღვია პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი

ავტორი
Front News საქართველო
პენიტენციურმა სამსახურმა ამ კადრების ჩვენებით დაარღვია პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი და ამაზე დღესვე მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრების კომენტირებისას განაცხადა.
“ევროპარლამენტი ემზადება რეზოლუციისთვის, რომელიც იქნება საკმაოდ მკაცრი. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების “ქართული რეზოლუცია” – რეზოლუციას პასუხობენ რეზოლუციით.
მე რაც ვნახე იქ დაჩქარებული კადრებიცაა, როცა სააკაშვილი გადაადგილდება, ლამისაა დარბოდა და ამით აჩვენეს, რომ როცა სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ჩაერთო, სინამდვილეში ცუდად კი არაა, კარგადაა და გადაადგილდება”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
თაგები:
შალვა ხაჭაპურიძე




