
ავტორი
Front News საქართველო
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ექსპერტიზა წავიდა დასასრულისკენ, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის საქმეში კიდევ ერთი ქართველი ექსპერტი ჩაერთვება. “მიხეილ სააკაშვილს შევატყობინებ, რა მდგომარეობაა, რადგან სხვა ექიმებთანაც გვაქვს კომუნიკაცია, ამერიკელ და ქართველ ექსპერტებთან. იმ კვირაში კიდევ იგეგმება სხვა, ქართველი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის ვიზიტი, რომელიც ახლახანს ჩაერთო საქმეში, უკვე იცნობს მასალებს და მოკლე ვიზიტი ექნება. უკვე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წავიდა ექსპერტიზა დასასრულისკენ“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
რაც შეეხება ამერიკელ ექსპერტ კობის, ის დღეს ცენტრ “ემპათიასთან“ ერთად გასცემს რეკომენდაციებს.
“ბატონი კობი აღარ წავიდა გუშინ, დარჩა საქართველოში, ორშაბათს კიდევ შეაკითხავს მიხეილ სააკაშვილს. დღეს დანიშნავს გარკვეულ რეკომენდაციებს კვლევებთან დაკავშირებით, ორშაბათს ამას გააცნობს ბატონ მიხეილსაც და ჩვენც გადამოგვცემს, რის შემდეგაც კლინიკა “ვივამედს” გადავცემთ, რომ ჩაუტარდესის კვლევები, რასაც ბატონი კობი ითხოვს“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
თაგები:
შალვა ხაჭაპურიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს