
ავტორი
Front News საქართველო
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა იქნება მიკერძოებული, ტენდენციური და გაყალბებული, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცენტრი “ემპათიას“ ეგიდით საექსპერტო დასკვნა მოკლე ხანში იქნება მზად, რის შემდეგაც სასამართლოს მიმართავენ.
“კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ ჩვენთვის უნდა შეეტყობინებინათ მუშაობის დაწყების შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ, რაღაც პარტიზანულად კეთდება, ეს გვაფიქრებინებს, რომ ექსპერტიზის დასკვნა იქნება მიკერძოებული, ტენდენციური და გაყალბებული.
კვირის ბოლომდე ველოდებით ამერიკელი ექსპერტებისგან წერილობით აღწერას, რა არის როგორაა, რა დიაგნოზებია, რა რეკომენდაციებს იძლევიან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, შემდეგ ეს ყველაფერი თავს მოიყრის იმ საექსპერტო ჯგუფთან, რომელსაც მარიამ ჯიშკარიანი ხელმძღვანელობს, ამის შემდეგ უკვე მივმართავთ სასამართლოს სასჯელის სავარაუდოდ, გადადების მოთხოვნით“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
თაგები:
შალვა ხაჭაპურიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს