შალვა ხაჭაპურიძე – შეეცდება, რომ დაესწროს და მოისმინოს პროცესის მიმდინარეობა


ავტორი
Front News საქართველო
11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებაზე სხდომა გაიმარათება.
ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ბოლომდე გარკვეული არაა ჩართავენ თუ არა პროცესზე დისტანციურად მიხეილ სააკაშვილს.
“გაურკვეველია ბოლომდე ჩართავენ თუ არა ბატონ მიხეილ სააკაშვილს. შეეცდება, რომ დაესწროს და მოისმინოს ამ პროცესის მიმდინარეობა. თუ რაიმე განცხადება გაკეთდება, ვნახოთ, შეეცდება თუ შეძლებს იტყვის. რამდენი პროცესი ჩაინიშნება, როგორი ინტენსივობით წავა, თითოეული მოწმის დაკითხვა გაჭიანურდება, ან არ გაჭიანურდება, ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, ჩვენი მიზანია რაც შეიძლება სწრაფად გავიაროთ ეს პროცედურები”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
სხდომის პარალელურად სასამართლოსთან აქცია გაიმართება.
თაგები:
შალვა ხაჭაპურიძე