
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სია საზოგადოებისთვის ხვალ ან ზეგ გახდება ცნობილი.
“სიები ხვალ-ზეგ გახდება უკვე ცნობილი საზოგადოებისათვის, თუმცა ეს არ იქნება ბოლო, ეს იქნება ცოცხალი სია. რაც შეეხება პოლიტიკურ ფიგურებს, იქნებიან ეს დეპუტატები თუ სხვა თანამდებობის პირები, ამ სიაში არ იქნებიან მოხვედრილი, რადგან ამ სიას და ამ ქეისს აქვს თავისი სტანდარტი. ასევე არ მოხვდება არცერთი ისეთი ადამიანი, რომელზეც არ იქნება უტყუარი მტკიცებულება.
რატი ბრეგაძე არის იუსტიციის მინისტრი, სააკაშვილი იმყოფება მის მიერ დაქვემდებარებულ პენიტენციურ სამსახურში და ამერიკელი ექსპერტის, სმიტის დასკვნის მიხედვით, სააკაშვილი მოწამლულია პენიტენციურ სისტემაში. ჩვენ უნდა ამოვიდეთ იმ პრეცედენტიდან, რომელიც იყო მაგნიტსკის საქმეზე. ჩვენ არ გვინდა, რომ ამ სიას შეექმნას გარკვეული შეფერხებები და გვინდა, ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი. ყველა ადამიანი, ვისაც სააკაშვილთან შეხება ჰქონდა კანონდარღვევით და არსებობს მტკიცებულება, ყველა შევა ამ სიაში“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
თაგები:
შალვა ხაჭაპურიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს