შალვა ხაჭაპურიძე – თხოვნა მაქვს, არ იქნას ძალაუფლება და ხელისუფლება ბოროტად გამოყენებული


ავტორი
Front News საქართველო
თხოვნა მაქვს, არ იქნას ძალაუფლება და ხელისუფლება ბოროტად გამოყენებული, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილოის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებას.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით უტარდება ექსპერტიზა, ასევე, უცხოელ ექსპერტთა რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს და ამ ფონზე იუსტიციის სამინისტროს მიერ დამატებით ექსპერტიზის დანიშვნაზე საუბარი კითხვებს აჩენს.
“პირველი, ამდენ ხანს რატომ არ ჩაატარეს ეს ექსპერტიზა და ყველაზე მთავარი კითხვა – ახლა რატომ ატარებენ, მიზეზი და მიზანი რა არის ამ ექსპერტიზის? არ ენდობიან თავიანთი დაწესებულების ექიმებს?
მეორე, ვის უტარდება ექსპერტიზა – მსჯავრდებულ სააკაშვილს თუ ბრალდებულ სააკაშვილს? ძალიან დიდი განსხვავებებია ტერმინებში და ამას მოყვება შემდეგ სამართლებრივი შედეგები. სამართლებრივი ანალიზის დროს ეს საჭირო იქნება სასამართლოსთვის.
თხოვნა მექნება მის მიმართ, რომ დავიცვათ ყოველგვარი წესები და არ იყოს აკრძალული წესების გამოყენება. არ იქნეს ძალაუფლება და ხელისუფლება ბოროტად გამოყენებული“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
დღეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის მიზნით მას ექსპერტიზას სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ჩაუტარებს.


შალვა პაპუაშვილი – ამ ორგანიზაციის და მისი ხელმძღვანელის მიმართ არანაირი ნდობა არ მაქვს

შალვა ხაჭაპურიძე – კანონით და ზნეობით ასეა და თქვენ როგორც გინდათ ისე მოიქეცით, აიღეთ კი ბატონო თქვენს თავზე და მათ მაგივრად თქვენ შეუშვირეთ თავი!

შალვა შავგულიძე – დახვრეტა ხომ გაუქმებულია და მიხეილ სააკაშვილს სიკვდილი ხომ არ აქვს მისჯილი?! მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს