
ავტორი
Front News საქართველო
თუ ასე გაგრძელდა, მაშინ დავაყენებთ მოსამართლის აცილების საკითხს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი სპეციალურად გაჭიანურება.
“თუ შემდეგ პროცესზე არ მოხდება საკაშვილის ჩართვა, არ მოხდება მოწმეების დაკითხვა, მაშინ უკვე დავაყენებთ მოსამართლის აცილების საკითხს.
იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული პენიტენციური სამსახურის ქმედება ასე ფასდება, ეს ჭიანურდება სპეციალურად, რომ დადგეს სააკაშვილის სიკვდილი. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის თითქმის ყველა დეპუტატმა გააკეთა განცხადება, რომ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განხორციელდეს ჰუმანიტარული აქტი. ჰუმანიტარულ აქტზე კი არა, პროცესის გამართვაზეა აქ პრობლემა“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
თაგები:
შალვა ხაჭაპურიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს