შალვა ხაჭაპურიძე – თუ უტარდება კვალიფიცირებული დახმარება და კარგად აქვს ყველაფერი, მაშინ რატომ უნდა ჩამოვიყვანოთ უცხოელი ექიმები?


ავტორი
Front News საქართველო
თუ უტარდება ადეკვატური მკურნალობა, მაშინ ვერ გავიგე, რატომ მთავაზობს იუსტიციის მინისტრი, ჩამოვიყვანოთ უცხოელი ექიმებიო, ორივე ერთმანეთის გამომრიცხავი პოზიციაა ერთ განცხადებაში, – ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებას.
“მაგის პასუხია სასამართლოს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დღეს უკვე გადმომეცა და უახლოს დღეებში გადავცემ სასამართლოს შუამავლობას, სასამართლო პროცესზე გაირკვევა ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ.
თუ უტარდება ადეკვატური მკურნალობა, მაშინ ვერ გავიგე, რატომ მთავაზობს იუსტიციის მინისტრი, ჩამოვიყვანოთ უცხოელი ექიმებიო, ორივე ერთმანეთის გამომრიცხავი პოზიციაა ერთ განცხადებაში.
თუ უტარდება კვალიფიცირებული დახმარება და კარგად აქვს ყველაფერი, მაშინ რატომ უნდა ჩამოვიყვანოთ უცხოელი ექიმები? თუ კარგი მკურნალობა უტარდება, რატომ მძიმდება მაშინ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად. უამრავი კითხვებია და ამაზე პასუხებს ვერ ვიღებ, პასუხი იქნება ცალსახა.
მე შეკვეთილი მაქვს მოსამართლის რამდენიმე მანტია, მაღალჩინოსნებს, რომლებიც გააკეთებენ განცხადებას, რაც მათ კომპეტენციაში არ შედის და ეხება მხოლოდ სასამართლოს, საჩუქრად გავუგზავნი მოსამართლის მანტიას, თუ გული წყდებათ, ჩაიცვან და იარონ სახლში, მათი გადასაწყვეტი არ არის სააკაშვილის სასჯელი გადავადდება თუ არა, ამას წყვეტს სასამართლო”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
თაგები:
შალვა ხაჭაპურიძე

შალვა ხაჭაპურიძე – ესაა ჩვეულებრივი ომი და ერთი მიზანი აქვს, სააკაშვილი უნდა მოკვდეს

შალვა ხაჭაპურიძე – როგორც ჩანს, თავს იზღვევენ და მეორე – სასამართლოსთვისაა ეს ყველაფერი განკუთვნილი

სოზარ სუბარი – თუ ვინმეს უნდა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას, მათ უნდა მიმართონ თვითონ სააკაშვილს, დაუჯეროს ექიმებს და იმ მკურნალობის წესს, რომელიც მათგან მოდის